www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR ჯენერალისტი
მომწოდებელი: ჯიემთი გასტრონომია
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"ჯი-ემ-თი გასტრონომია" აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე.

"ჯი-ემ-თი გასტრონომია" აერთიანებს განსხვავებული კონცეფციის ოთხ სარესტორნო სივრცეს. მის შემადგენლობაში შედის ფუნიკულიორის კომპლექსი, სახაბაზო "პური გულიანი", გასტრონომიული დუქანი "რიგი" და "პური გულიანი ექსპრესი".

კომპანიის მთავარი ამოცანაა სტუმარმასპინძლობის სფეროში საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ახალი და მრავალფეროვანი პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

პოზიციის მდებარეობა: მთაწმინდის ზედა პლატო, "ფუნიკულიორის კომპლექსი".

საკონტაქტო ნომერი: 577 319 300.

ძირითადი მოვალეობები:

** შერჩევის სრული ციკლის მართვა;
** პერსონალის შერჩევა და განაწილება მათი კვალიფიკაციის, უნარების, პიროვნული და საქმიანი თვისებების შეფასების საფუძველზე;
** HR ადმინისტრაციულ პროცედურებსა და პროცესებში სრული ჩართულობა;
** HR პროგრამული უზრუნველყოფის მართვა;
** თანამშრომელთა მიღების/ონბორდინგის სრული პროცესის მართვა;
** ყველა პოზიციისთვის სამუშაო აღწერილობების შექმნა/განახლება;
** თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების პროცესების მართვა;
** თანამშრომელთა ფორმალური და არაფორმალური სამოტივაციო და სხვა სახის HR პროექტების განხორციელებაში ჩართულობა.

მოთხოვნები:

** განათლება შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროში;
** აღნიშნულ პოზიციაზე 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა:
** გასაუბრება HR დეპარტამენტსა და გენერალურ მენეჯმენტთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@gmtgroup.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "HR ჯენერალისტი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |