www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მენეჯერი
მომწოდებელი: Chemicals Coating Trading
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"CCT Chemicals Coating Trading LLC"/შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" დაარსდა თბილისში 2012 წელს. კომპანია თანამშრომლობს იტალიურ საერთაშორისო ბრენდებთან. სათაო ოფისი, საწყობები და საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

კომპანია სპეციალიზირებულია შემდეგი მიმართულებებით:

** კედლების და დეკორატიული საღებავების წარმოება ქალაქ რუსთავში (იტალიელი თანამშრომლების დახმარებით და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით);
** ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობა ხის, მეტალის და დეკორატიული ლაქ-საღებავებით;

კანდიდატი იმუშავებს ქართველ და იტალიელ თანამშრომლებთან ერთად.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას

ვაკანსია: ადამიანური რესურსების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი, მაზნიაშვილის #2
სამუშაო საათები: 09:30-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების განვითარების პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა;
** სამუშაოს ანალიზისა და სამუშაო აღწერილობების შედგენა;
** HR პროგრამაში მუშაობა (SmartTime); (თანამშრომელთა დაგვიანება/გაცდენის კონტროლი)
** შერჩევის პროცესის სრულად მართვა;
** თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირება;
** მოტივაციის/წახალისების სისტემის შექმნა და მისი ეფექტურობის მონიტორინგი;
** სახელფასო სისტემის სრულად მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, სოციალური მეცნიერებები, ბიზნეს-ადმინისტრირება);
** საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" ცოდნა;
** სულ მცირე ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;

ჩვენ გთავაზობთ:

** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** მუდმივი წინსვლის შესაძლებლობას.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება კომპანიის დირექტორთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@chemicalscoating.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |