www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: დეტი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კერძო დაცვის სამსახური "დეტი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, შირაქის № 40
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30სთ-დან 18:00სთ-მდე
ანაზღაურება: 1400 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობისათვის ხელშეკრულებების შედგენა, აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, ხელშეკრულების მხარესთან მოლაპარაკების პროცესში ჩართვა და კომპანიის ინტერესების დაცვა;
** წერილების, ბრძანებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება;
** საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათი კომპანიისათვის გაცნობა/დანერგვის პროცესში მხარდაჭერა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კომპანიის თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა;
** შრომით-სამართლებრივ საკითხებში კომპანიის მხარდაჭერა;
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
** დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, სამოქალაქო სპეციალიზაციის განხრა (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** მსგავსი მიმართულებით იურისტად მუშაობის არანაკლებ სამ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ვერბალური, წერითი);
** რუსული ენის ცოდნა სასურველია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელ. მისამართზე: cv.vacancy90@gmail.com 2022 წლის 07 სექტემბრიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |