www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

რეგიონის ლიდერი კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას სხვადასხვა პოზიციაზე ქ. ბათუმში.

"მაქსიმა" ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან და მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებს და აქსესუარებს. წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: AGT, ORMA, CHAMSAN, ERKUL, GTV და სხვა.

"მაქსიმა" არის მზარდი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლისთვის შექმნას ჯანსაღი და სასიამოვნო სამუშაო გარემო.

1. კონსულტანტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა და შეკვეთის აღება, გაწერა;
** დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის აღწერა, ნაშთების კონტროლი, პროდუქციის შევსება, მოწესრიგება;
** პროდუქციაზე ფასის მაჩვენებლების დაკვრა და საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლა;
** უშუალო უფროსის სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** შრომისმოყვარე
** პუნქტუალური და დისციპლინირებული
** სწრაფად ადაპტაციის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-შაბათი 09:00-დან 18:30-მდე პერიოდი. ნახევარი: ორშაბათი-შაბათი 09:00-დან 14:00-მდე, ან 13:30-დან 18:30-მდე. კვირა დასვენება.
** ანაზღაურება: პირველი 3 თვის განმავლობაში 650 ლარი (ხელზე ასაღები), მზარდი.

სტაჟირება: 2 კვირა, ანაზღაურებადი

ბენეფიტი: უფასო კვება

2. განშლის ოთახის ოპერატორი (საქმის ადგილზე შესწავლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის აღება, გაფორმება.
** პროგრამაში მუშაობა Cutting, Biesse.
** ნახაზებზე მუშაობა, ზომების შეყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
** უპირატესობა მიენიჭება კადრს, რომელსაც აქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე
** კომუნიკაბელური
** დაკვირვებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-შაბათი 09:00-დან 18:30-მდე პერიოდი. ნახევარი: ორშაბათი-შაბათი 09:00-დან 14:00-მდე, ან 13:30-დან 18:30-მდე. კვირა დასვენება.

ანაზღაურება: პირველი 3 თვის განმავლობაში 750 ლარი, მზარდი.

სტაჟირება: 2 კვირა, ანაზღაურებადი

ბენეფიტი: უფასო კვება

3. სტოკერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტენდების მოწესრიგება. პროდუქციის სწორად განლაგების კონტროლი.
** მიღებული ახალი პროდუქციის სტენდზე გამოტანა და განთავსება.
** დარბაზში პროდუქციის ნაშთების კონტროლი, შეკვეთის დაფიქსირება.
** ფასმაჩვენებლის შეცვლაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე
** დაკვირვებული
** მიზანდასახული
** დეტალებზე ორიენტირებული
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, კვირა დასვენება. 09:00-დან 18:30 საათამდე
** ანაზღაურება: პირველი 3 თვის განმავლობაში 700 ლარი, მზარდი.
** ბენეფიტი: უფასო კვება

4. ბუღალტრის თანაშემწე

ფუნქცია- მოვალეობები:

** საბუღალტრო პროგრამასა და rs.ge-ის ყოველდღიური შედარებები
** შედარების აქტების მომზადება და გაფორმება
** მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება
** დებიტორების კონტროლი;
** საბუთების მოწესრიგება / დაარქივება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია FMG-ის ცოდნა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 09:30-დან 18:00-მდე. შაბათი: 09:30-დან 14:00საათამდე. კვირა დასვენება.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

გამოსაცდელი ვადა: 15 დღე ანაზღაურებადი

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვირეკეთ ნომერზე 591 880435.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |