www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: გურტამი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"გურტამი" საერთაშორისო ტექკომპანიაა, რომელიც 20 წელია ქმნის სატელიტური მონიტორინგის და GPS თრექინგ სისტემებს https://gurtam.com/.

ვამაყობთ, რომ ვართ Iot პროექტების გლობალური ყოველწლიური კონკურსის დამაარსებლები, ლიდერები ტელემატიკის სფეროში და არასდროს ვწყვეტთ განვითარებას. "გურტამის" გუნდში 300+ პროფესიონალი ერთიანდება, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ. ჩვენი ოფისები მდებარეობს: ვილნიუსი (სათავო ოფისი), დუბაი, ბუენოს აირესი, ბოსტონი და თბილისი.

"გურტამი"აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი, 2022 წელი

ჩვენთვის სასურველი კანდიდატის მახასიათებლები:

** ტექნიკური განათლება ან/და გამოცდილება IT სფეროში (სისტემური ადმინისტრატორი, ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი ან მსგავს პოზიციაზე);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (წერა, კითხვა, საუბარი) - აუცილებელი მოთხოვნა;
** რუსული ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონე (სასაუბრო);
** ცვლებში მუშაობისთვის მზადყოფნა 2/2 (მათ შორის ღამის ცვლა);
** სურვილი და მზადყოფნა, კარგად შეისწავლოს კომპანიის პროდუქტები და გაუწიოს კვალიფიციური მომსახურება ჩვენს კლიენტებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა ჩვენი მომხმარებლებისთვის ტელეფონის, მეილის ან/და ჩატის საშუალებით;
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა კომპანიის ციფრულ პროდუქტებთან დაკავშირებით, მათი გამოყენების მახასიათებლებზე, პროგრამის პარამეტრებსა და შესაძლებლობებზე.

იყო გურტამის გუნდის წევრი ნიშნავს:

** იმუშაო საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს მთელს მსოფლიოში;
** გყავდეს მხარდამჭერი გუნდი, რომელიც მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან შენს გვერდით არის;
** შესაძლებლობა იმუშაო დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა: ტრენინგი კომპანიის პროდუქტებსა და პროცესებში, მონაწილეობა სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებაში და მასტერკლასში, ინგლისური ენის კურსები;
** ძლიერი კორპორაციული კულტურა: პროფესიონალური ტრენინგების თანადაფინანსება, თიმ ბილდინგები, კორპორაციული საჩუქრები, დამატებით დასვენების დღეები, იოგა, კონსულტაცია ფსიქოლოგთან.

ანაზღაურება: ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა, ცვლებში მუშაობა 2/2 (მათ შორის ღამის ცვლა)
სამუშაო ადგილი: საბურთალო, სააკაძის #4, დისტანციურად ან/და ჰიბრიდულად მუშაობის შესაძლებლობა

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: gvas@gurtam.com

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |