www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მეგობარი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "მეგობარი" არის ქართული ბრენდი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მოახდენს ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას Food Shop-ის კატეგორიის ქვეშ.

"მეგობარი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** სალაროსთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოება და კონტროლი;
** სექციებში პროდუქციის განლაგების წესის დაცვით შევსება;
** სექციაში არსებული პროდუქციის ვადიანობის აღრიცხვა და კონტროლი;
** ონლაინ მიღებული შეკვეთის მომზადება;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი და დანაკლისის შემთხვევაში ვაიზერისთვის შეტყობინება;
** თაროზე ახალი სახეობის პროდუქციის განთავსების შემთხვევაში მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება პროდუქტზე განთავსებული ანოტაციის გამოყენებით;
** სამუშაო სივრცის მუდმივი წესრიგის კონტროლი;
** სამსახურის დებულებითა და წინამდებარე სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის უნარი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** დავალებების მიღება: ქსელის მართვის დეპარტამენტის მენეჯერისგან, ობიექტის სუპერვაიზერ-მენეჯერისგან;
** სამუშაო გრაფიკი - ხელმძღვანელის მიერ დადგენილი (კვირაში 40 საათი);
** ანგარიშგების კრიტერიუმი: ზეპირსიტყვიერი ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან (თუ უშუალო ხელმძღვანელისაგან სხვა მითითება არ იქნება გაცემული).

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : info@megobari.co.uk, (სათაურში აუცილებლად ჩაუწერეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |