www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რესტორანი ვოი სამზარეულო
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

რესტორანი "ვოი სამზარეულო" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის გამზირი;
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
** ანაზღაურება დამოკიდებულია სასურველ გრაფიკზე და აღწევს 1500 ლარს თვეში (ნეტ)+ე.წ. "თიფსები" დამატებით;
** ქართული ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** სასურველია მიმტანად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ მოსახერხებელ ლოკაციას თბილისში, ყაზბეგის გამზირზე სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და პროფესიონალი შეფისგან სწავლის საშუალებას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობა და მათი მომსახურება რესტორანში არსებული სტანდარტის მიხედვით;
** მომხმარებელთა შეკვეთების მიღება, შეკვეთის სამზარეულოსთვის ოპერატიულად გადაცემა და ანგარიშსწორების დროული და სწორი უზრუნველყოფა;
** სრული მენიუს, კერძებისა და სასმელების შემადგენლობისა და შესაბამისობის ცოდნა და მომხმარებელთათვის შეთავაზება;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება რესტორანში არსებული სტანდარტის მიხედვით;
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** კომპანიაში არსებული მომსახურების, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოებისა სტანდარტების სრული დაცვა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ფიზიკური გამძლეობა;
** მენტალური გამძლეობა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: voicuisine@gmail.com. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნისას, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |