www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: ტრიბა
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს "ტრიბა", რომელიც წარმოდგენილია 7 ფილიალით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, 2009 წლიდან მოყოლებული წარმატებით მოღვაწეობს, პრობლემური აქტივების მართვის სფეროში. კომპანიაში დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი.

შპს "ტრიბა" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი სრული სამუშაო განაკვეთი;
სტაჟირების ვადა: 3-დან 6 თვემდე, შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობით.

სტაჟიორებს მიეცემათ საშუალება, ჩართულნი იყვნენ კომპანიის იურიდიულ საქმიანობაში, რაც მოიცავს შემდეგს:

** პრაქტიკულად ისწავლიან იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას, სარჩელების წერას, ხელშეკრულებების გაფორმებას;
** გაივლიან ყველა იმ პროცედურას, რასაც გადიან ჩვენი კომპანიის იურისტები მიმდინარე საქმეებზე მუშაობის პროცესში: სარჩელის მომზადება, სარჩელის შეტანა, სასამართლოში საქმის წარმოება;
** საშუალება ექნებათ დაესწრონ სასამართლო პროცესებს;
** შეძლებენ, გაეცნონ შიდა ორგანიზაციულ სამართლებრივ სტრუქტურას და მიიღებენ მონაწილეობას შიდა იურიდიული საქმეების წარმოებაში.

მოვალეობები:

** სარჩელის მომზადება;
** იურიდიული დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებების მომზადება;
** ორგანიზაციაში არსებული ყველა სახის იურიდიული საქმიანობის განხორციელება (მათი კომპეტენციის ფარგლებში).

მოთხოვნები:

** იურიდიული განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: jobs@triba.ge და თემის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |