www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნესგანვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეოსილქ თრანსლეიშენს
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "ჯეოსილქროუდ" წარმოადგენს ბიზნეს საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც კონსულტირებას უწევს კომპანიებსა და დაინტერესებულ პირებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან განახორციელონ საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა და ინვესტირება. აღნიშნული გულისხმობს საჭირო ნებართვის მიღებას, სამთავრობო და კერძო პროექტების მოზიდვას, საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და კანონიერი და ჯანსაღი კონკურენციის გზით ადგილობრივ ბაზარზე წარმატების მიღწევას! კომპანიის გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან, რომლებიც მუდამ მზად არიან შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის! კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ ბმულზე: https://geosilkroad.company

კომპანია ეძებს ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ ადამიანს, გუნდის ახალ წევრს ბიზნესგანვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო დრო: სრული სამუშაო გრაფიკი;
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ არსებული საინფორმაციო ბაზების (სიების) დამუშავება, ორგანიზაციისთვის პრიორიტეტული სეგმენტების გამოყოფა და ინფორმაციის დახარისხება;
** დამუშავებული ინფორმაციის გამოყენებით აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატისათვის პოტენციური წევრი კომპანიების მოძიება;
** პოტენციური წევრი კომპანიებისთვის აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის წევრობის შეთავაზება ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის გამოყენებით წინასწარ შემუშავებული ტექსტების/შეტყობინებების შესაბამისად;
** შეთავაზებების გაკეთების შემდგომ, პოტენციურ წევრებთან დაკავშირება, მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება და დაინტერესების შემთხვევაში მათი წევრად გახდომის ორგანიზება, მათ შორის წევრობის სააპლიკაციო ფორმის შევსებაში დახმარება და პალატაში გაწევრიანება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული მიმართულებით;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონაზე ცოდნა;
** დამატებით სხვა ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsr.ge. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბიზნესგანვითარების მენეჯერი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |