www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხორცპროდუქტების კონსულტანტი-მერჩენი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"ზღაპარი" ყველაზე პოზიტიური, შრომისმოყვარე ადამიანების დასაქმების ადგილია.

ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ხორცპროდუქტების კონსულტანტი-მერჩენის პოზიციაზე ქალაქ თბილისსა და რეგიონებში მდებარე ჩვენს ფილილებში, შემდეგი სამუშაო პირობებით:

** 6 დღიანი სამუშაო კვირა
** 40 საათიანი სამუშაო კვირა (08:00-15:30 ან 15:30-23:00 საათიანი გრაფიკებით)
** ანაზღაურება: 650₾ + ბონუსი გაყიდვებიდან + ბონუსი ინვენტარიზაციიდან

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და ზრუნვა უწყვეტობაზე;
** პრომოაქციების სათანადოდ წარმოჩენა;
** მიღებული პროდუქციის დროული განთავსება მაცივრებში;
** პროდუქციის შენახვის პირობებისა და სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 18 წლიდან
** სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** დაკვირვების და დეტალებზე ორიენტირების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** დისციპლინირებულობა

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი ან მოკლე ინფორმაცია თქვენზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge არაუგვიანეს 2022 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.

არ დაგავიწყდეთ! სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |