www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიბლიოთეკარი
მომწოდებელი: თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა)" ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 30 წლიანი ისტორია აქვს.

თსა-ს მისიაა: "თსა, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში."

პოზიცია: ბიბლიოთეკარი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოთხოვნის შესაბამისად, თსა-ში მიმდინარე სასწავლო-კვლევითი პროცესის სათანადო ლიტერატურით და სხვადასხვა საინფორმაციო მასალით უზრუნველყოფა, მათ შორის, ბეჭდური და ელექტრონული საბიბლიოთეკო ფონდის მუდმივი განახლება სტუდენტების და პედაგოგიური პერსონალის მოთხოვნათა შესაბამისად;
** მოთხოვნის შესაბამისად მკითხველის უზრუნველყოფა საჭირო საბიბლიოთეკო რესურსით (ელექტრონული, წიგნადი);
** საბიბლიოთეკო ინვენტარის მართვა;
** საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობისთვის ანბანური, თემატური და საგნობრივი კატალოგების შექმნა და პერიოდული განახლება;
** საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობისათვის პერსონალისთვის და სტუდენტებისათვის ინსტრუქციების მომზადება;
** პერსონალის მოთხოვნით რიდერების მომზადების უზრუნველყოფა;
** საბიბლიოთეკო სივრცის ორგანიზების უზრუნველყოფა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის და მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით;
** საბიბლიოთეკო საქმიანობის მიმართულებით პარტნიორების მოძიება და მათთან ურთიერთობა;
** გამომცემლობებთან კომუნიკაცია აკადემიის პერსონალის პუბლიკაციების გამოქვეყნების ხელშეწყობისათვის;
** ონლაინ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პლატფორმების ადმინისტრირება და მართვა;
** დაწესებულების და პერსონალის სამეცნიერო პროფილების მართვა. მკითხველთა ცირკულაცია ელექტრონული პროგრამის მეშვეობით;
** სტუდენტებისა და პერსონალის ბიბლიოთეკაში გაწევრიანების უზრუნველყოფა;
** სტუდენტებისა და პერსონალისთვის საბიბლიოთეკო რესურსებთან და სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება (მათ შორის, საორიენტაციო შეხვედრების და კონსულტაციების გაწევის გზით);
** პერსონალისა და სტუდენტების მოთხოვნების გათვალისწინებით საბიბლიოთეკო რესურსებისა და სერვისების მუდმივ განახლებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** საბიბლიოთეკო კომიტეტის საქმიანობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულო).

ჩვენ გთავაზობთ:

** კარგ სამუშაო გარემოს;
** დინამიკური და მოტივირებული გუნდის წევრობას;
** პროფესიულ ტრენინგ კურსებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

კანდიდატების პირველადი შერჩევა მოხდება CV-ების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2022 წლის 1 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: hr@tma.edu.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ "ბიბლიოთეკარი".

თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია ინახება თსა-ს მონაცემთა ბაზაში ერთი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |