www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტ-ოპერატორი
მომწოდებელი: VitrA
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

სანტექნიკისა და კერამიკული ფილების მწარმოებელი გლობალური ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში "ვიტრა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი;

სრული სამუშაო განაკვეთის პირობები:

** ანაზღაურება (სრული სამუშაო განაკვეთი): ფიქსირებული 800 ლარი (პირველი 6 თვე 750) + ბონუსი. საშუალო ანაზღაურება თვეში 1150-1250 ლარი;
** თვეში 6 დასვენების დღე, 6 თვის მუშაობის შემდეგ თვეში 7 დასვენების დღე.

არასრული სამუშაო განაკვეთის პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 540 ლარი + ბონუსი, საშუალო ანაზღაურება თვეში 800-900 ლარი;
** თვეში საშუალოდ 12 დასვენების დღე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტის შესახებ მომხმარებლის დეტალური ინფორმირება;
** კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის რეალიზაცია და ეფექტური მომსახურება;
** გაყიდვების აღრიცხვა პროგრამულად და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ფლობა სალაპარაკო დონეზე (თბილისი);
** რუსული ენის ფლობა სალაპარაკო დონეზე (ბათუმი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვებში გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი მოთხოვნები:

** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პრეზენტაბელურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გამოცდილების შეძენასთან ერთად ანაზღაურების მატებას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** შესასრულებელი სამუშაოების ეტაპობრივად გამრავალფეროვნებას;
** თქვენ მიერ შემოთავაზებული საინტერესო იდეების განხილვას გუნდში;
** კორპორაციულ დაზღვევას 6 თვის შემდეგ;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: office@vitra.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობა "კონსულტანტ-ოპერატორი".

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე: http://vitra.com.ge/; https://www.facebook.com/VitraGeorgia.

კომპანია "ბი ემ სი შარმში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ბი ემ სი შარმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |