www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ფოთი ტექსტილი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

სამკერვალო საწარმო "ფოთი ტექსტილი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ფოთი, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების მოძიება, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება და შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
** HR პოლიტიკის, პროცედურებისა და დოკუმენტური ფორმების შემუშავება და საჭიროებისამებრ განახლება;
** სახელფასო ბაზის ადმინისტრირება;
** კანდიდატების მონაცემთა ბაზების წარმოება და ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა;
** ეთიკისა და ქცევის სტანდარტების შემუშავება და მართვა;
** სამუშაო აღწერილობის შექმნა/განახლება;
** საკადრო ბრძანებების, მათ შორის შვებულების ბაზის წარმოება და ადმინისტრირება;
** კომპანიაში არსებული მომსახურებების/სერვისების საჭიროებისამებრ განახლება და მუდმივი კონტროლი;
** თანამშრომლების სამუშაო განრიგების შედგენა, კონტროლი;
** თანამშრომლების მუდმივი მოტივირება, მეგობრული გუნდის შექმნა, მათი ინტერესების და საჭიროებების შესწავლა;
** უსაფრთხოების და სოციალური სტანდარტების დანერგვაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: Hr@potitextile.com. სათაურის ველში მიუთითეთ "HR მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |