www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

სუპერმარკეტების ქსელი "ზღაპარი" ორიენტირებულია მომხმარებელისათვის ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებაზე. ჩვენ აქტიურად ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს საკუთარი წარმოების პროდუქციას ადგილზე - მარკეტებში.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი შრომისმოყვარე გუნდის წევრი შემოგვიერთდით პურ-ფუნთუშეულის მცხობელის პოზიციაზე შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ.83

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას აღნიშნულ პოზიციაზე, მთავარია გიყვარდეთ ცომეულის ცხობა, პროფესიონალურ დონეს შეგასწავლით.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი 08:00-17:00 სთ
** დასვენების დღე: კვირა
** ანაზღაურება: განისაზღვრება ფიქსირებული 700 ლ + ბონუსი გაყიდვებიდან

პურ-ფუნთუშეულის მცხობელის ძირითადი მოვალეობები:

** პურ-ფუნთუშეულის სხვადასხვა სახეობის გამოცხობა (ქურაში);
** დახლების რეგულარული შევსება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პოზიცია ითვალისწინებს გადამზადების ანაზღაურებად ეტაპს, საკმარისია მხოლოდ გიყვარდეთ ცომეულის ცხობა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** მოწესრიგებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელმისამართზე:hr@zgapari.ge ან დაგვირეკეთ დეტალების დასაზუსტებლად: 577 23 33 25. სივის გამოგზავნისას აუცილებლად მითითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ადგილმდებარეობა.

ვაკანსიის განხილვის ბოლო ვადაა 2022 წლის 12 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |