www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხაჭაპურის, ცომეულის მცხობელი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

სუპერმარკეტების ქსელი "ზღაპარი" ორიენტირებულია მომხმარებლისათვის ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებაზე. ჩვენ აქტიურად ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს საკუთარი წარმოების პროდუქციას ადგილზე - მარკეტებში.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი შრომისმოყვარე გუნდის წევრი შემოგვიერთდით ხაჭაპურის, ცომეულის მცხობელის პოზიციაზე შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი 08:00-17:00 სთ
** დასვენების დღე: კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლ + ბონუსი გაყიდვებიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** საფუვრიან/ფენოვან და ნახევრად ფენოვან ცომთან მუშაობ;
** ცხობის პროცესის სრული ციკლის მართვალ
** დახლების რეგულარული შევსება პროდუქციის სხვადასხვა სახეობით;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პოზიცია ითვალისწინებს გადამზადების ანაზღაურებად ეტაპს, საკმარისია მხოლოდ გიყვარდეთ ცომეულის ცხობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელმისამართზე: hr@zgapari.ge. სივის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ფილიალის ადგილმდებარეობა.

დეტალების დასაზუსტებლად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 23 33 25

ვაკანსიის განხილვის ბოლო ვადაა 2022 წლის 12 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |