www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტოსამრეცხაოს ზედამხედველი
მომწოდებელი: გრინვოში
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "გრინვოში" აცხადებს ვაკანსიას ავტოსამრეცხაოს ზედამხედველის პოზიციაზე.

"გრინვოში" არის სტარტაპი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილების თვითმომსახურებით რეცხვის სერვისს. გრინვოშის ცენტრები იფუნქციონირებს თბილისის რამდენიმე უბანსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: მხარეთა შეთანხმებით, 40 საათი კვირაში
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის განმავლობაში 500 (ხუთასი) ლარი. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 600 (ექვსასი) ლარი. მითითებული თანხები არ მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადს.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა აპარატურის მოხმარებასთან დაკავშირებით;
** ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში კლიენტებისთვის დახმარების გაწევა;
** ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების გამოძახება დაუყოვნებლივ;
** ავტოსამრეცხაოს ტერიტორიის მეთვალყურეობა;
** კომპანიის შიდა პროცედურების და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო ან/და პროფესიული განათლება. სასურველია, უმაღლესი განათლება;
** სასურველია, კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით მინიმალური გამოცდილება;
** სასურველია, ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwash.ge 2022 წლის 13 ოქტომბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "ავტოსამრეცხაოს ზედამხედველი".

კომპანია "გრინვოშში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვოშის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |