www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: Galleria Tbilisi
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი
"გალერია თბილისი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** სოციალური არხებისთვის კონტენტის შექმნა (ფოტო/ვიდეო გადაღებების ორგანიზება ფოტოგრაფებთან და ოპერატორებთან ერთად/გრაფიკული პოსტების შემუშავება დიზაინერებთან ერთად);
** კონტენტისთვის ტექსტების მომზადება;
** მოდელების შერჩევა/მოძიება;
** სავაჭრო ცენტრში არსებულ ობიექტებში პროდუქციის შერჩევა/უკან დაბრუნების დროული უზრუნველყოფა;
** ბრენდებთან დამუშავებული კონტენტის შეთანხმება/პოსტის განთავსება;
** ოპერატორების შერჩევა/კომუნიკაცია/დეტალების წინასწარ შეთანხმება;
** კალენდრის შედგენა;
** ინფლუენსერების შერჩევა;
** სააგენტოებთან კომუნიკაცია;
** რეფერენსების წინასწარ წარდგენა;
** გადაღებისთვის ლოკაციების მოძიება;
** მომხმარებლის უკუკავშირზე რეაგირება;
** ბრენდების მიერ დაწესებული შეთავაზებების გამოთხოვა და გალერია თბილისის ვებ-გვერდზე განთავსება;
** ბრენდებთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაციის მიღება/დამუშავება და ვებ-გვერდზე ატვირთვა;
** სავაჭრო ცენტრში არსებული ბრენდების წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კონტენტ მენეჯმენტის მიმართულებით თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** გრაფიკული დიზაინის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად წერის/კომუნიკაციის უნარი;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდურობა.

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ და მხოლოდ დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თუ ეთანხმებით ზემოთ-აღნიშნული მიზეზით თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებას/დამუშავებას, გთხოვთ განახლებული CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე hr@galleria.ge 2022 წლის 12 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელ-ფოსტის საგანში (subject) სათაურად მიუთითოთ "სოციალური მედიის მენეჯერი".

წარმატებას გისურვებთ!


 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |