www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ლასარე
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა ყოველ მესამე დღეს
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებით ზემო სამგორის მეტროს ლოკაციიდან)

ძირითადი ფუნქციები:

** ტერმინალში შემომავალი, გამავალი და ტრანზიტული ტვირთების, ასევე ფოსტის შესაბამის სისტემაში გამართული ოპერირება
** სატვირთო დოკუმენტაციის მომზადება და კომპლექტაციის უზრუნველყოფა
** გასაგზავნი ტვირთების დაჯავშნა და მომხმარებლის სრულყოფილი ინფორმირება
** ტერმინალიდან გასაცემი ტვირთის დოკუმენტაციის სრული სიზუსტით შედგენა და კომპლექტაცია
** სატვირთო დოკუმენტაციის მიღების პროცედურების დაცვა ავიაკომპანიის სტანდარტების და "ლასარე"-ს დებულებების გათვალისწინებით
** ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად მოქმედება
** მიმოწერის წარმოება კომპანიის ოფიციალური მეილით

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა როგორც წერილობით, ისე ვერბალურ ნაწილში
** სავალდებულოა ოფიციალური მიმოწერების წარმოების სპეციფიკის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** მომხმარებლის მომსახურების სტანდარტის დაცვა (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
** პასუხისმგებლობის აღების უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
** დისციპლინირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |