www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ლასარე
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და საბროკერო სამსახურის გაყიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე

დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00 სთ-მდე
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებით ზემო სამგორის მეტროს ლოკაციიდან).

ფუნქცია მოვალეობები:

** დაკვეთების მიღება და დამუშავების უზრუნველყოფა
** უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარება
** სატვირთო ტარიფის დამუშავება
** კარიდან კარამდე მომსახურების ან დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, ტვირთის დაზღვევასთან დაკავშირებული პროცედურების გატარება
** ხელმოწერილი ხელშეკრულებების აღრიცხვა და კონტროლი
** სამუშაოს შესრულება დადგენილ დროში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია გადამზიდ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** გაყიდვების სპეციფიკის ცოდნა
** პრიორიტეტულია კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
** დისციპლინირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |