www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოფის 1
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

კომპანია "ოფის 1" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქ.10;
სფერო: საოფისე ავეჯის, საოფისე ნივთების, ტექსტილის, საოჯახო ავეჯის და განათების რეალიზაცია.

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.

მოვალეობები:

** დამკვეთისთვის კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის რეალიზაცია და გაყიდვების ორგანიზება;
** პრეზენტაციისა და გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე.

აუცილებელი პირობა:

** უმაღლესი განათლება - აუცილებელი პირობა;
** გამოცდილება: გაყიდვებში1 წლიანი სტაჟი (გამოცდილების გარეშე რეზიუმე არ განიხილება)
** უპირატესობა მიენიჭება ექსელის და FMG მცოდნეებს.

დამატებითი ინფორმაცია / პირობები:

** არჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, ვინც ფლობს ექსელს მომხმარებლის დონეზე, აქვს კორპორატიულ დამკვეთებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** საბოლოოდ ხელშეკრულების პირობები და ანაზღაურება განისაზღვრება კომპეტენციის, მიღებული შედეგების, ცოდნისა და უნარების შესაბამისად, 750 - 1000 ლარი + ბონუსი პირადი შედეგის მიხედვით;
** საჭიროების შემთხვევაში, არჩეული კანდიდატები გაივლიან 15-დან უხელფასო სწავლება სტაჟირებას ქუთაისში და ნაწილობრივ თბილისის სათავო ოფისში;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:30-დან 19:00 საათამდე, კვირაში 1 დასვენების დღე. სურვილის შემთხვევაში განიხილება დამატებით დასვენება მცოცავი გრაფიკის მიხედვით;
** გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წელიწადში ორჯერ აუცილებელია ერთკვირიანი სწავლება - ტრენინგზე დასწრება თბილისში.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისი განაცხადები და CV-ში დეტალურად აღწეროთ წინა სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი. არასრული ან არასწორი ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV სურათით, შემდეგ მისამართზე: vacancy@pm.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი, ოფის 1, ქუთაისის ფილიალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვწეროთ ფოსტაზე: vacancy@pm.ge და ვაიბერზე: 599172626

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზვნით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია, განხილულ იყოს სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |