www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.

"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com.

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება, გადამისამართება ან/და შესაბამისი რეაგირება;
** გამოძახების სერვისის მართვა;
** პაციენტებისათვის, სატელეფონო კონსულტაციის გაწევა ლაბორატორიის მომსახურებისა და პირობების შესახებ, მათი უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
** შემოსული ზარების პროგრამული აღრიცხვა;
** საჭიროებიდან გამომდინარე, გამავალი ზარების განხორციელება;
** კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებლის პრობლემებზე და სხვა დაკავშირებულ საკითხებზე დროული რეაგირება ან შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
** კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებლების საჩივრების მართვა და მოგვარება;
** ელექტრონული არხების მეშვეობით, მომხმარებლებისგან მიღებული შეკითხვების/მოთხოვნების მართვა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** აქტიური მოსმენის უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |