www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია" აცხადებს ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანსიას.

განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** ხელმძღვანელის ასისტირება და დოკუმენტების მომზადება სხვადასხვა შეხვედრების მოსამზადებლად;
** ოფისსა და, საჭიროების შემთხვევაში, მის გარეთ შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** გუნდური შეხვედრების დაგეგმვა, ჩატარება, ოქმების წარმოება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება შესაბამის პირებზე;
** ოფისის სამეურნეო და ტექნიკური საჭიროებების დარეგულირება, მარაგების ხარჯვის კონტროლი და შევსება საჭიროების შესაბამისად;
** საოფისე შესყიდვების მართვა;
** თანამშრომლების დასწრების და სამუშაო გრაფიკის შესრულების მონიტორინგი;
** პერსონალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების/მოვალეობების დაცვის მონიტორინგი;
** მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა ორგანიზაციებთან;
** კომპანიის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და მონიტორინგი;
** წერილობითი კომუნიკაციის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით პერიოდული და არაპერიოდული ანგარიშების მომზადება;
** შეასრულოს დამსაქმებლის ზეპირი და წერილობითი მითითებები და დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გამართულად წერისა და აზრის ლაკონიურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური დასკვნების გაკეთების, ანალიტიკური აზროვნების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** მობილიზებულობა და საქმეზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, თქვენი ქართულენოვანი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მეილზე: info@gga.org.ge

Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |