www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ტიფლისი სწრაფი კვება
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"ტიფლისი სწრაფი კვება" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი, გლდანის მე-7 მკ/რნ, ილია ვეკუას #159
სამუშაო გრაფიკი - ცვლებში (ყოველ მეორე დღეს) 10:00-23:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება
** სხვადასხვა არაალკოჰოლური სასმელების მომზადება
** მენიუს დეტალურად ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში მათი აღწერა მომხმარებლებისათვის
** შეკვეთის სწრაფად და მაქსიმალურად სტანდარტების დაცვით მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებული
** სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კვებას დღის განმავლობაში

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tiflisifood-hr@outlook.com. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბარისტა".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ტიფლისი სწრაფი კვების" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |