www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ტაბერნე ბუტიკ ოტელი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

სასტუმრო "ტაბერნე ბუტიკ ოტელი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. ორბელიანის ქ. N3;
** სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი სამუშაო დღე (ცვლებით);
** ანაზღაურება: 800 ლ + ბონუსი.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
** სავალდებულო მოთხოვნა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** მკაფიო, გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიული, პოზიტიური, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით, მისამართზე: gm@taberne.ge და სათაურის ველში აღნიშნეთ პოზიციის დასახელება.

სასტუმრო "ტაბერნე ბუტიკ ოტელი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |