www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "დოკის" აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქციაა წარმოდგენილი შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექნიკა, განათება, ტექსტილი, ჭურჭელი, სახლისა და ეზოს აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები.

ჩვენი ფეისბუქგვერდი: https://www.facebook.com/containergeo/

"კონტეინერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კვალიფიცირებული კონსულტაცია პროდუქციის შერჩევისას, მოთხოვნების დადგენა და შესაბამისი საჭირო პროდუქციის შერჩევა
** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გამოტანა და სექციებში განლაგება
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობების, დალაგების წესის და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული/არასრული განათლება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა (ხშირად სტუმრობენ უცხოელი მომხმარებლები, ბრენდის უნიკალურობიდან გამომდინარე)

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 10:00-19:00 და 13:00-22:00
** სამუშაო დღე და დასვენება: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება
** ანაზღაურება: 600 ლარი და ბონუსი
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N36.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მიუთითოთ პოზიციის დასახელება, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@doki.ge

რეზიუმეები მიიღება 2022 წლის 30 სექტემბრამდე

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |