www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: King Tamar
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"King Tamar Hotel" არის 35 ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო, რომელიც გაიხსნა ძველ თბილისში და გეგმავს, რომ იყოს ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.
ჩვენი გუნდი დაინტერესებულია ისეთი მოტივირებული თანამშრომლების დასაქმებით, რომლებიც გაიზიარებენ კომპანიის ღირებულებებსა და მიზნებს.

"King Tamar Hotel" მდებარეობს თბილისში, იაკობ ცურტაველის 9 ნომერში და აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში ჩაითვლება უპირატესობად.
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** დაიცვას სასტუმროში არსებული საკვების ხარისხის, მომზადების, რეცეპტებისა და პრეზენტაციის სტანდარტები;
** სათანადოდ დაიცვას უსაფრთხოების წესები, ჰიგიენა, სურსათის უვნებლობისა და სანიტარული სისტემის ნორმები;
** შეფის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება
** შეკვეთის რეცეპტის მიხედვით მომზადება
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა
** თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის

თუკი თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@kingtamarhotel.com და სათაურის ველში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"King Tamar Hotel"-ის გუნდი გისურვებთ კარიერულ წინსვლასა და სხვა ცხოვრებისეულ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |