www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სპორტის პროდუქტის უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას სპორტის პროდუქტის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი შესასრულებელი ამოცანები:

** კომპანიის ვებგვერდის სპორტის ნაწილის და მასთან დაკავშირებული სხვა პროგრამული უზრუნველყოფის განახლების, მოდერნიზაციის და დახვეწის პროცესის კოორდინაცია;
** მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შექმნა და გაყიდვების გაზრდისთვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა;
** სპორტის პროდუქტის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, დეპარტამენტის თანამშრომლების დავალებების ინიცირება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** აქციების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
** მონაცემთა ანალიზი და ანალიზის შედეგად შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** პროექტების ინიცირება, ვადების დადგენა, დედლაინების დაცვა, პრეზენტაციების მომზადება და პროექტების ფარგლებში შეხვედრების ორგანიზება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სპორტის კარგად ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის, პროექტების მენეჯმენტის, ან მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ციფრული პროდუქტის მართვის, ან ციფრული პროდუქტის გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** სათამაშო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში;
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.;
** ადგილმდებარეობა - თბილისი.

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ბონუსი;
** კორპორატიული დაზღვევა;
** უფასო კვება;
** უფასო პარკინგი;
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სპორტის პროდუქტის უფროსი მენეჯერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |