www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უარყოფითი ნაშთების ოპერატორი
მომწოდებელი: ნაზილბე
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

სუპერმარკეტების ქსელი "ნაზილბე" აცხადებს ვაკანსიას უარყოფითი ნაშთების ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამული უარყოფითი ნაშთების მიზეზების დადგენა/გასწორება;
** FMG-ის პროგრამაში, შემდეგი ოპერაციების განხორციელება :
** რეალიზაციების, ობიექტებს შორის შიდა გადაზიდვების, შესყიდვებისა და უკან დაბრუნების ზედნადებების ნახვა/გაფილტვრა/დამუშავება;
** საწყობის ნაშთის, პროდუქციის ბარათის ნახვა/გამოყენება;
** პროგრამაში გაკეთებული წარმოებების ნახვა/შემოწმება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, მიმდინარე სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word)
** პროგრამა FMG-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დროის მართვა
** კეთილსინდისიერება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ ბმულზე:
http://crm.nazilbe.ge/pub/form/3/jhlq89/

გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: "უარყოფითი ნაშთების ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |