www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი მარკეტინგული კვლევის გუნდში
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ეისითი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, სხარტი და ანალიტიკური აზროვნების მქონე სტაჟიორებს მარკეტინგული კვლევის გუნდში, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გახდნენ "ეისითის" მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრები.

რა გამოცდილებას და ცოდნებს მიიღებთ?

როგორც მარკეტინგული კვლევების გუნდის-სტაჟიორს, თქვენ გექნებათ საშუალება ანალიტიკური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოთ სენიორ კონსულტანტებს და კვლევის ანალიტიკოსებს ბიზნესის სხვადასხვა სფეროს მრავალფეროვანი კვლევითი პროექტების განხორციელებაში.

რისი გაკეთება მოგიწევთ?

** ანალიტიკოსების მხარდაჭერა კლიენტისთვის მისაწოდებელი მასალების მომზადებაში: კვლევის შეთავაზება, ანალიტიკური ანგარიშები, პრეზენტაციები.
** ანალიტიკოსების მხარდაჭერა პროექტის მართვაში: პროექტის დაგეგმვა (რესურსები / ვადები) და გაწერა, კითხვარის მომზადება, ტრანსკრიპტის მომზადება და დაშლა.
** შეხვედრებისა და პროექტული ტრენინგების ორგანიზება.

რა ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებათ?

** სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ბიზნეს ადმინისტრირება (ბაკალავრის ხარისხი)
** კვლევის მეთოდების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel და Power Point)
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
** რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა

რა უნარები დაგეხმარებათ სტაჟირების წარმატებით გავლაში?

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწრაფი ადაპტაციის უნარი
** მონაცემთა ანალიზის უნარი

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8

"ეისითი" კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 25-ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.act-global.com

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com. მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟიორი მარკეტინგული კვლევის გუნდში".

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |