www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სისტემების გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ვეზირი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

შპს "ვეზირი" იწყებს კადრების შერჩევას უსაფრთხოების სისტემების გაყიდვების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასაქმების მიზნით.

ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: (1)ერთი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1/10/2022
ექვემდებარება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს
დაქვემდებარებაში ჰყავს: გაყიდვების მენეჯერი (ები)
თანამდებობის ზოგადი მიზანია: უსაფრთხოების სისტემების გაყიდვების უზრუნველყოფა

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან გრძელვადიანი, ორმხრივ მომგებიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება;
** მომხმარებლის ბიზნეს-პროცესების გაანალიზება და ოპტიმალური გადაწყვეტის შეთავაზება;
** მსოფლიო ბაზარზე არსებული დარგის განვითარების ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და კომპანიაში დანერგვა;
** პროექტების ბიუჯეტისა და მომგებიანობის განსაზღვრა-ფასების ფორმირება; შეთავაზების მომზადება, როგორც სატენდერო ასევე არასატენდერო წინადადებებისთვის;
** გაყიდვების გეგმის მომზადება და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უსაფრთხოების სისტემების გაყიდვებში ან უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური მიმართულებით ხელმძღვანელ ან მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** B2B სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (უმჯობესია ბიზნეს/ეკონომიკური ან ტექნიკური განხრით);
** ქართული, ინგლისური ენების წერითი და სასაუბრო მაღალი დონე. რუსული საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** ა/მანქანის მართვის მოწმობა (მინიმუმ კატეგორია B);
** კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** საკუთარი თავისა და გუნდის მოტივაციის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად დაგეგმვისა და გამოყენების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაციისა და ლიდერული უნარ-ჩვევები;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აღრიცხვისა და გაანგარიშების უნარი,
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემის ფართო ხედვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული და საბონუსე სისტემა;
** ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა-გოლდი, საოჯახო-საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია;
** სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7;
** ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება, შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.

მინიმალური ასაკი: არ არის შეზღუდული (შრომის კოდექსის შესაბამისად).

შეზღუდვები: კომპანია ვეზირის შიდა პოლიტიკის თანახმად, კანდიდატი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვაში შემჩნეული პირი.

დასაქმებულის უფლებები:

შპს "ვეზირში" დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@veziri.net, ველში "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |