www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური რეპორტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ლუდსახარში არგო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

ლუდსახარში "არგო" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა შორის. კომპანია აწარმოებს ისეთ ბრენდებს როგორიცაა: არგო, ჰოლანდია, ჰერცოგი, გერმანული, ალუდა, კიონინგ პილსნერი, ლიმონათი ზანდუკელი, ენერგეტიკული სასმელი ამპერი და სრულიად ახალი გემო ქართული ბაზარზე მაგარი სელცერი.

კომპანია აცხადებას ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ლილო, ლოჭინის ხევი (ნაკვ.05/001)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე

ფუნქცია-მოვალეობები:

** პერიოდის დახურვის შემოწმება;
** თვითღირებულების შემოწმება;
** სავალუტო გადაფასების, სესხის დარიცხვების შემოწმება;
** დარიცხული ცვეთის შემოწმება;
** მოგება ზარალის უწყისის მომზადება, ბიუჯეტთან შედარება, ანალიტიკა;
** ბალანსის უწყისის მომზადება, ბიუჯეტთან შედარება, ანალიტიკა;
** ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის მომზადება - პირდაპირი მეთოდი, ბიუჯეტთან შედარება, ანალიტიკა;
** მოგება ზარალის მომზადება რეგიონის დონეზე, ბიუჯეტთან შედარება, ანალიტიკა;
** მოგება ზარალის მომზადება ერთეული პროდუქტის დონეზე, ბიუჯეტთან შედარება, ანალიტიკა;
** მოგება ზარალის მომზადება გაყიდვების არხის დონეზე, ბიუჯეტთან შედარება, ანალიტიკა;
** ყოველწლიური აუდიტი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: აღნიშნულ პოზიციაზე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსებში;
** Excel-ის კარგად ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** სტრატეგიული დაგეგმარების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** რისკების შეფასების უნარი;
** ანალიზისა და ანგარიშგების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს და განვითარების შესაძლებლობას;
** დაზღვევას;
** კვებას;
** ტრანსპორტირებას (ავლაბრის მეტროდან).

მიღებული რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან შედგება ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: n.khapava@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |