www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: თაბორი რიზორთსი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

შპს "თაბორი რიზორთსი" (საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი;) აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დასასუფთავებელი ტერიტორიების სისუფთავის უმაღლეს სტანდარტებთან მისადაგების უზრუნველყოფა;
** ოთახების, საერთო ფართების, სამზარეულოს, სველი წერტილების სათანადოდ გასუფთავება, მომარაგება, აღჭურვა. სამზარეულოს ინვენტარის წმენდა/რეცხვა;
** სისუფთავის კონტროლი და შენარჩუნება სამუშაო საათების განმავლობაში;
** სამუშაოს შესრულებისას სანიტარული-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** საჭირო ქიმიკატების გამოყენებისას, უსაფრთხოების ნორმების და ფიქსირებული დოზირების დაცვა;
** დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის და საწმენდი საშუალებების ამოწურვის შესახებ გონივრულ ვადაში სათანადო პირთა წინასწარ შეტყობინება;
** ტექნიკური პრობლემების ან დაზიანების შესახებ სათანადო პირთა დროული ინფორმირება;
** დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის მოვლა დასუფთავება;
** სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** სასურველია პროფესიული განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება
** სასურველია საწმენდი ქიმიკატების გამოყენების ცოდნა;
** სასურველია სამშენებლო ობიექტზე სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი დასუფთავების სტანდარტების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@gtdf.ge არაუგვიანეს 2022 წლის 20 ოქტომბრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |