www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების სპეციალისტი
მომწოდებელი: შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

"ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი;
** საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი/მაგისტრი;
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წლისა
** ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული ენების (წერა და ზეპირი) ცოდნა;
** აკადემიური წერის სტანდარტების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
** პასუხისმგებლობა და კარგი კომუნიკაცია;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფი რეაგირება და მუშაობა;
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** გარემოსთან სწრაფი ადაპტირება.

ძირითადი ფუნქციები:

** საქართველოს შრომის კოდექსის, ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გაცნობა და საქმიანობაში გამოყენება;
** ახალი კადრების შერჩევის პროცესების ორგანიზება. ახალი თანამშრომლების ინტეგრაციისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** პერსონალთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანების), შრომითი ხელშეკრულებების, სამუშაოს აღწერილობების, პირადი საქმეებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება/შენახვა და მართვა.
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის ფორმირება/განახლება და მართვა;
** თანამშრომელთა განვითარების პროგრამების მართვა;
** თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესების მართვა;
** თანამშრომლებისთვის საჭირო ტრენინგების ორგანიზება;
** პროვაიდერ ტრენინგ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** თანამშრომელთა გუნდური მუშაობის, მოტივაციის და არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება.

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე);
** სამუშაო პერიოდი - კვირის ყოველი დღე - დასვენების (შაბათი-კვირა) და უქმე დღეების გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.);
** უფასო კვება;
** კორპორატიული სატელეფონო მომსახურება;
** კორპორაციული ტრანსპორტით მომსახურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და ოჯახის) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze1@gmail.com

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** პირადობის მოწმობის ან/და პასპორტის ასლები;
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები.

ტელ: 0322 24 38 38.

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10.10.2022.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |