www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოგისტიკის თანამშრომელი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის თანამშრომლის პოზიციაზე.

მისამართი: გ. ლორთქიფანიძის 13 გ (ვარკეთილი)
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი (B კატეგორიის შემთხვევაში), 1000 ლარი + ბონუსი (C კატეგორიის შემთხვევაში)
სამუშაო გრაფიკი: დილის 8 საათიდან საქმის დასრულებამდე, არაუმეტეს კვირაში 48 საათისა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა: B, C კატეგორია;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, მაგრამ არ არის აუცილებელი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის მიღება-ჩაბარება;
** საწყობთან პროდუქციის რაოდენობის დაზუსტება;
** სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის დაზიანების გარეშე ჩატვირთვა/გადმოტვირთვის
უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის სწორად განლაგება;
** წინასწარ განსაზღვრული ობიექტებისთვის პროდუქციის დროული მიწოდება;
** ობიექტში შესატანი პროდუქციის ვიზუალური კონტროლი, უდეფექტო პროდუქციის მიწოდების მიზნით;
** ობიექტზე პასუხისმგებელი პირისთვის (მენეჯერისთვის) პროდუქციის ჩაბარება, ზედნადების საფუძველზე.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ლოგისტიკის თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |