www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგადასახადოს კონსულტანტი
მომწოდებელი: Ecovis Georgia
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 19 ოქტომბერი

საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია "Ecovis Georgia" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადოს კონსულტანტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ესმოდეს საგადასახადო აუდიტის მიდგომის საბაზისო მოთხოვნები და შეეძლოს შაბლონების გამოყენება კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** ესმოდეს საგადასახადო აუდიტის შინაარსი და შეეძლოს მისი სტრატეგიის დაგეგმვა რისკების შესაბამისად;
** უნდა შეეძლოს საგადასახადო აუდიტის სტრატეგიასა და გეგმასთან დაკავშირებული მოთხოვნების საწყის დონეზე ცოდნა და პრაქტიკაში ადაპტირება;
** ჩაერთოს საგადასახადო აუდიტის სტრატეგიის განხილვებში;
** უზრუნველყოს საგადასახადო აუდიტის სამუშაო ფაილების აწყობა იმგვარად რომ მიმომხილველმა შეძლოს შემოწმება დამოუკიდებლად;
** შეეძლოს ბუღალტრული გატარებების და ბრუნვითი უწყისის დამუშავება, შერჩევის ფაილის მომზადება და კომპანიის შემოსავლების/ხარჯების პირველადი ანალიზი;
** უნდა შეეძლოს მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების და ანგარიშვალდებული პირების ფაილების მომზადება, ასევე კრედიტორების ანალიზი;
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა კომპანიის ოპერაციების შესწავლასა და პირველადი საგადასახადო კვალიფიკაციის მინიჭებაში;
** შეეძლოს დადგენილი ფორმების შესაბამისად გადასახადების ცხრილების აწყობა, მათ შორის დეკლარირებული მონაცემების გადმოტანა პორტალიდან;
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საგადასახადო აუდიტის რეპორტის მომზადებაში;
** უნდა შეეძლოს სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ასისტენტისთვის სწორი მიმართულების მიცემა;
** შეეძლოს გაანგარიშებების ისეთი ფორმით წარმოდგენა რომ მისი ჩართულობის გარეშე მიმომხილველმა შეძლოს გარკვევა რა ტიპის სამუშაოები ჩატარდა და რა შედეგი დადგა;
** სამუშაო ფაილების დასრულებისას შეინარჩუნოს სამუშაოს მაღალი ხარისხი და საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულება;
** დროულად და ხარისხიანად დაასრულოს სამუშაო და არ შეაფერხოს მიმდინარე პროცესები;
** უნდა ჰქონდეს შეფასების გამართულად ჩამოყალიბების და დასკვნის შედგენის საწყის დონეზე ცოდნა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით მართოს ადმინისტრაციული პროცესები პოზიციური პასუხისმგებლობის ფარგლებში;
** იყოს დეტალებზე ორიენტირებული და ახასიათებდეს მინიმალური ტექნიკური ხარვეზები კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური/ფინანსების მიმართულებით;
** სავალდებულოა საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** სავალდებულოა ინგლისური B2 ენის დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Ms Ecxel ძალიან კარგად ცოდნა;
** სავალდებულოა საგადასახადო აუდიტის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ ერთი დონე.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმაოთ თქვენი ცოდნა;
** პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: http://www.ecovis.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |