www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.

"ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.ec.ge

"ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო სერვისების გაყიდვა;
** კომპანიის პროდუქტების და სერვისების განვითარებაზე მუშაობა;
** პოტენციური ბაზრის ანალიზი, სტრატეგიის და ბაზრის წილის გაზრდა;
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** არსებული კორპორატიული პარტნიორების შენარჩუნება, მათთვის სრულყოფილი სერვისის შეთავაზებით;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი მუშაობა და სხვადასხვა გაყიდვების კამპანიების და სიახლეების დანერგვა;
** ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით;
** უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2022 წლის 21 ოქტომბრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ კონსთრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |