www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ფეი უნიქარდი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

საგადახდო სისტემა "ფეი უნიქარდი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** საქართველოს კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საბუღალტრო-ფინანსური აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** ბუღალტრული ჩანაწერების, ფინანსური და სხვა ანგარიშების მომზადება, შემოწმება და ანალიზი;
** საბანკო ოპერაციების ასახვა და კონტროლი ბუღალტრულ პროგრამაში;
** საბანკო მომსახურების დისტანციური არხებით ჩატარებული ტრანზაქციების ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება (საბარათე ბიზნესი, საპროცესინგო ცენტრებთან მუშაობა, და ა.შ);
** საოპერაციო დღის დღიური საბუთების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, კონტროლი www.rs.ge-ზე;
** საგადასახადო დეკლარაციების სწორად მომზადების უზრუნველყოფა გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა და დეკლარაციების შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა;
** საოფისე ადმინისტრაციული დანახარჯების (მათ შორის თანამშრომლების ხელფასების, ბონუსების საპენსიო შენატანების და სადაზღვევო პრემიების დაანგარიშება, გადასახადების გადახდა, გადარიცხვების უზრუნველყოფა) ბუღალტრული აღრიცხვის მხარდაჭერა;
** კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულების საგადასახადო კუთხით შეფასება და შესაბამისი მითითების გაცემა;
** კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების ოპტიმიზაციის მხარდამჭერი ფინანსური სქემების დამუშავება, ბიზნესისთვის შეთავაზება და საგადასახადო რისკების მინიმიზაციის უზრუნველყოფა;
** შესაბამის ბიზნეს პროდუქტებთან ადაპტირებული სამმართველო აღრიცხვის სისტემის დამუშავება, მეთოდური შიდა მასალების შექმნა და მათ განხორციელებაზე კონტროლის დაწესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსები/ბუღალტერია ან ბიზნეს ადმინისტრირება;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის თანამდებობაზე (საბანკო
** გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** IFRS - ის (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები) ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (საბუღალტრო პროგრამა "FMG"-სა და Alta software-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (Excel) კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** გუნდურობა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული, სტანდარტული;

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@unicard.ge, "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მთავარი ბუღალტერი.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს https://www.payunicard.ge/ გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი - კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/მონაცემები არის უტყუარი. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "ფეი უნიქარდი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "ფეი უნიქარდი"-ს კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |