www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: SPAR Partner
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მაღაზია "სპარში" გვესაჭიროება მოლარე-კონსულტანტები, ღამის და დღის ცვლაში.

მისამართი: თბილისში, შენს სახლთან ახლოს.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში). მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

რას გააკეთებ:

** დაეხმარები მომხმარებელს პროდუქციის შერჩევაში;
** აწარმოებ სალარო ოპერაციებს;
** მერჩენდაიზინგის წესების დაცვით შეავსებ პროდუქციას;
** შეამოწმებ პროდუქციის ხარისხს, ვადიანობას და ფასმაჩვენებლებს.

არ გაქვს სამუშაო გამოცდილება? - ჩვენ გასწავლით.
ჩვენთან სტაჟირება ანაზღაურებადია

ანაზღაურება: ღამის ცვლა: 700-850 ლარი + გეგმის ბონუსი

კომპანიაში გარდა ფიქსირებული სახელფასო სისტემისა, ასევე მოქმედებს საბონუსე სისტემა. კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: natiatordinava1@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ტელ: 555164459 და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "ღამის მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |