www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" გახლავთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა.

კომპანიის მთავარ აქტივს წარმოადგენს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მუდმივად მზადაა ინოვაციებისა და განვითარებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოტივირებული, და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები, რომლებსაც ჩვენს გუნდში მოხვედრით ექნებათ შანსი ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: "შარმ ტრეიდინგი", "სუფთა სახლი", "GDCC", "შაბა", "A Logistics Company", "VitrA" და ა.შ.

კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აცხადებს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის გამზ.№61
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-18:00სთ)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა სფეროს კლიენტი კომპანიების HR პროცედურების მართვა
** HR პროექტების დაგეგმვა და განხორციელება
** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა
** ორგანიზაციის კორპორატიული კულტურის შემუშავება
** HR სოფტის მართვა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** HR რეპორტინგის წარმოება და ანალიზი
** გუნდის ფორმირება და მართვა
** შერჩევის სრული პროცესის მართვა
** ახალი თანამშრომლების გუნდში ინტეგრაციისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შემდგომი განხორციელება
** კორპორატიული ღონისძიებების მართვა
** თანამშრომელთა სოციალური პაკეტების შემუშავება და მართვა
** თანამშრომლებისთვის საჭირო ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზება
** თანამდებობრივი ინსტრუქციების მომზადება
** შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება და აღრიცხვა
** თანამშრომელთა სახელფასო ფაილების მომზადება
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; სხვადასხვა სახის ბრძანებების, ცნობების და დოკუმენტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** გუნდის მართვის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** Microsoft Office-ის ცოდნა მაღალ დონეზე
** შრომითი კანონმდებლობის ცოდნა

დამატებითი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** დროის მართვის უნარი
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ განვითარების და კარიერული ზრდის საშუალებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და ყველა საჭირო რესურს კომფორტული მუშაობისათვის.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი"

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანია - AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |