www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: მადარტ დელივერი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზ.
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ლოჯისტიკურ პროცესებში აქტიური ჩართულობა;
** კომპანიის თანამშრომლების (კურიერებისა და მძღოლების) მუშა პროცესისა და დისციპლინის კონტროლი;
** დღის განმავლობაში, ლოგისტიკის განყოფილებაში, დაფიქსირებული ხარვეზების დროული და ეფექტური აღმოფხვრა;
** ავტოსაგზაო შემთხვევების მართვა და სადაზღვევო კომპანიასთან/ცენტრთან კომუნიკაცია;
** დაზიანებული ავტომობილებისა და მოპედებისათვის საჭირო ინვენტარის განსაზღვრა და შესყიდვა;
** ინვენტარის კონტროლი და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** GPS და საწვავის კონტროლი;
** ლოჯისტიკის განყოფილებაში არსებული პრობლემების განსაზღვრა და მათი გამოსწორების მიზნით, ინიციატივების წამოყენება;
** ყოველთვიური რეპორტის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mdelivery.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |