www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტანციური ცენტრის ოპერატორის მომზადების პროგრამა
მომწოდებელი: 112
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" გთავაზობთ პროფესიული მომზადების პროგრამას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს ოპერატორობის, როგორც პროფესიის შესწავლა.

"112"-ის მიზანია, აღნიშნული პროგრამის საშუალებით, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებს, ასევე, სხვადასხვა ქოლ-ცენტრში დასაქმების მსურველ კერძო პირებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საკუთარი რესურსის გაძლიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლებით.

ორგანიზაციის შესახებ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" ახორციელებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვისათვის შესაბამის სატელეფონო მომსახურებას, აგრეთვე 24-საათიან უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, სამართალდარღვევის დაფიქსირების ადმინისტრირებისა და აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-მა, როგორც ხარისხზე ორიენტირებულმა ორგანიზაციამ, წარმატებით დანერგა საერთაშორისო ISO სტანდარტები.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ში 2015 წლიდან ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ოფიციალური დადასტურება პროფესიული მომზადების პროგრამის "დისტანციური ცენტრის ოპერატორის მომზადების" განხორციელების თაობაზე.

პროგრამული კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

პროგრამის დასახელება: "დისტანციური ცენტრის ოპერატორის მომზადება"

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 24.11.2022
სასწავლო პროგრამის დაწყების თარიღი: 12.12.2022
სასწავლო პროგრამის დასრულების თარიღი: 30.12.2022
სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა: 3 კვირა.
სასწავლო პროგრამის ღირებულება: 480 ლარი
სწავლების ადგილი: ქ. რუსთავი, ზ. ფალიაშვილის ქუჩა №1

კურსი შედგება როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ნაწილისაგან.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან/განავითარებენ:

** პროფესიულ სტანდარტს/ეთიკას;
** კომუნიკაციის უნარებს IT მიმართულებით;
** გართულებული კომუნიკაციის თავისებურებებს;
** ემოციების მართვას;
** მოქალაქეებთან საუბრის ტექნიკებს.

აღნიშნულ პროგრამაზე სწავლების უფლების მოსაპოვებლად, აპლიკანტები გაივლიან შემდეგ შერჩევის ეტაპებს:

** I ეტაპი - ტესტირება;
** II ეტაპი - გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://vet.emis.ge/#/training-programs

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 032 2 41 96 82

შენიშვნა: აღნიშნული კურსის წარმატებით დასრულება არ ითვალისწინებს შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ში დასაქმებას, თუმცა ოპერატორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შემთხვევაში მოგენიჭებათ უპირატესობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |