www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ტერმინალი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.terminal.center/

"ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით დახვდნენ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.

სამუშაო ადგილი: ძველი ბათუმი, ახმეტელის 7ა (თეატრთან)
სამუშაო საათები: არასრული განაკვეთი 09:00-16:00 ან 16:00-22:00 (ორშაბათი-პარასკევი)
კონტრაქტის ტიპი: გრძელვადიანი

ძირითადი მოვალეობები:

** სივრცის წევრებისა და ვიზიტორების დახვედრა;
** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
** ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
** პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა.

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

** მეგობრული;
** საუბრობს ინგლისურად საკომუნიკაციო დონეზე;

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფა;

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემი ან რეზიუმე მისამართზე: careers@tushiconcept.co. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ადმინისტრატორი) რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |