www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჩიმო
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

კომპანია "ჩიმო", რომელიც უზრუნველყოფს ავტომანქანისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის წარმოებას და სადისტრიბუციო ქსელით რეალიზაციას, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

სავალდებულო მოთხოვნები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა.
** გამართული საუბარი და კარგი კომუნიკაციის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
** სავალდებულოა კანდიდატს ჰქონდეს მინიმუმ "B" კატეგორიის მართვის უფლება და მსუბუქი ავტომობილის მართვის უნარი.

სასურველია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

** პროდუქტებში და მის ტექნიკურ ნაწილში გარკვევა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა;
** სადისტრიბუციო ქსელის მომარაგების ხელშეწყობა;
** სადისტრიბუციო ქსელში ვიზიტები და მათთან მუდმივი კომუნიკაცია;
** ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა;
** კლიენტებისგან შეკვეთების აღება;
** პროდუქციის თაროზე სწორად განლაგება და კონტროლი;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი.;
** სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სწორი მარაგის უზრუნველყოფა პროდუქციის დროულად და მუდმივად წარმოჩენის გაუმჯობესება.
** თაროებზე საქონლის დალაგება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.
** კომპანიის კომერციული პოლიტიკის და ასევე სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობის პირობების მკაცრად დაცვა.
** სარეკლამო მასალის გავრცელების ორგანიზება;
** პროდუქციის ქვეშ ფასების სწორად განლაგების უზრუნველყოფა, ასევე თაროებზე კომპანიის სარეკლამო მასალების მეშვეობით მისი პროდუქციის წარმოჩენა;
** პროდუქციის ასორტიმენტის არსებობის კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება/განახლება;
** გეგმის შესრულება;
** დავალიანებების გადახდის კონტროლი.

სხვა პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00);
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** საჭირო რაოდენობის საწვავი.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია/CV ფოტოსურათით (3x4) შემდეგ მისამართზე: david@chimo.ge და პოზიციის სახელწოდება "გაყიდვების მენეჯერი" მიუთითოთ ელ.ფოსტის სათაურში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 10 დეკემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |