www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკისა და არაკომერციული შესყიდვების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"თეგეტას" გუნდში ლოჯისტიკისა და არაკომერციული შესყიდვების ანალიტიკოსს ვეძებთ.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: FullTime
** დასაქმების ტიპი: მუდმივი
** ანაზღაურება: Not specified ₾
** ხარისხი: ბაკალავრი

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. თეგეტას მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** შესრულებული სამუშაოების პერიოდული რეპორტის მომზადება;
** SAP-დან სხვადასხვა ტიპის მონაცემის ამოღება, ანალიტიკა, სისტემაში სტატისტიკის კონტროლი;
** პროექტებისთვის მონაცემთა დამუშავება;
** რეპორტინგი და პრეზენტაციები;
** კომპანიაში მიმდინარე პროცესების/პროექტების მონაწილეობა და კონტროლი;
** დეპარტამენტში პროცესების ოპტიმიზაცია;

დამატებითი მოთხოვნა:

** SAP-თან მუშაობის გამოცდილება (MM, FI)
** Microsoft Excel
** PowerPoint

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პრობლემების დროულად და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. ისარგებლებ სამედიცინო დაზღვევითა და თეგეტას თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კორპორაციული შეთავაზებებით.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=508

იმედია მალე შევხვდებით,

საუკეთესო სურვილებით, თეგეტა



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |