www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სილამაზის კონსულტანტი
მომწოდებელი: L’occitane
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი "ლოქსიტანი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის სილამაზის კონსულტანტის თანამდებობაზე, ქ.თბილისში.

მთელს მსოფლიოში ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი "L`Occitane"-ის გუნდის წევრობაზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა მანდილოსანი ოცნებობს. ახლა უკვე საქართველოში, ქ. თბილისში გაქვთ საშუალება, გახდეთ ჩვენი ბრენდის კონსულტანტი, რომელიც შექმნილია ბედნიერებისა და სილამაზისთვის!

ფრანგული პარფიუმერიის კოსმეტიკური ბრენდი "ლოქსიტანი", რომელიც 1976 წელს შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით 93 ქვეყანაში 3000-ზე მეტ ბუტიკს აერთიანებს. "ლოქსიტანის" პირველი მაღაზიის კარი 1981 წელს პროვანსში გაიღო და დღესდღეობით მდებარეობს ისეთ პრესტიჟულ ქალაქებში, როგორებიცაა: პარიზი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი და ტოკიო. საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან და დღეს "ლოქსიტანის" ყვითელი, კაშკაშაბუტიკი ქ.თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #40-ში მდებარეობს. ფრანგული პარფიუმერიის კოსმეტიკური ბრენდი "ლოქსიტანის" ბუტიკი მალე სითი მოლში გაიხსნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული უნარები:

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** პროდუქციის პრეზენტაციის და ეფექტური წარდგენის უნარი;
** პრეზენტაბელური და დისციპლინარული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება
** სამუშაოს შესრულება გლობალური სტრატეგიისა და ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მუშა გარემოს
** მზარდ ანაზღაურებას
** ბონუსურ სისტემას
** კორპორატიულ დაზღვევას
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 40
სამუშაო გრაფიკი: ცვლები (მცოცავი გრაფიკი)

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე: n.abramishvili@loccitane.ge (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება). გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |