www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ულტრა
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

კომპანია "ულტრა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპიუტერული კომპანია "ულტრა" 15 წელზე მეტია რაც ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწეობს, ფლობს ორ საცალო გაყიდვების მაღაზიას და ონლაინ მაღაზია (https://www.ultra.ge)-ს.
კომპანია "ულტრა"-ს კორპორაციული დეპარტამენტი წარმატებით მუშაობს მცირე და დიდი მოცულობის კერძო ორგანიზაციებთან, მონაწილეობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ტენდერებში და პროექტებში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება;
** მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი სატელეფონო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კომპანიაში არსებული პროდუქციის ცოდნა.

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია;
** გამართული მეტყველების უნარი.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამუშაო ადგილი: თბილისი; ბოხუას ქ. 4 (ბელიაშვილის 8),
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, (თვეში ორი შაბათი 11:00-18:00-მდე);
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით

კანდიდატი შეირჩევა ორი ეტაპი გასვლის შედეგად:

** I ეტაპი - კანდიდატის CV-ს შეფასება;
** II ეტაპი - გასაუბრება.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ultra.ge. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |