www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ობიექტის დამხმარე პერსონალი - მოლარე
მომწოდებელი: სასტუმრო ოლდ ვოლი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

სასტუმრო "ოლდ ვოლი" ეძებს კვების ობიექტის დამხმარე პერსონალს - მოლარეს.

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი (ორთაჭალა, ბეჟან კალანდაძის ქუჩა)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:30
ანაზღაურება - 700 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების, გამომცხვარი პროდუქციის, ყავის, დესერტების, სწრაფი საუზმის, ხილის, კომპოტის დახლებზე განთავსება, მიწოდება, გაყიდვა, თანხის გატარება
** სასადილოს სივრცის და ტექნიკის მოწესრიგება, დეზინფექცია, დოკუმენტაციის წარმოება
** გახანგრძლივებული ჯგუფებისთვის საკვების და ჭურჭლის მოწესრიგება
** მომხმარებელთან ანგარიშსწორების წარმოება

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** მეგობრული კეთილგანწყობილი დამოკიდებულება

ჩვენ გთავაზობთ: თბილ და მეგობრულ გარემოს, თანადგომას სამუშაო პროცესის გამართულად და ეფექტურად განსახორციელებლად.

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pab.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |