www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის მრჩეველი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"ტრანპორტერ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩევლის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

"ტრანსპორტერ ჯგუფი" რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკისა და სამებაღეო-სატყეო მიმართულებით მრავალი ბრენდის დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში. კომპანია თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში. ტექნიკასთან ერთად, "ტრანსპორტერი" ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. "ტრანსპორტერი" ოფიციალურად თანამშრომლობს ათეულობით ცნობილ ბრენდთან, მათ შორის: BRP (Bombardier Recreational Products), CFMOTO, KAWASAKI, KYMCO, GARDENA, HUSQVARNA და სხვ.

"ტრანსპორტერ ჯგუფი" სამ კომპანიას აერთიანებს, ესენია: Mountain Resort Solutions, Gardena Service და Transporter Service.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს: https://transporter.com.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის წინასწარი ჩაწერა, მიღება და პროგრამულად დარეგისტრირება;
** სერვისში შემოსული ტექნიკის დადგენილი ხარვეზის პროგრამული ასახვა;
** მომხმარებლის კონსულტაცია ხარვეზის, შეკეთების ხასიათის და ხარჯების შესახებ;
** დასრულების ვადების შეთანხმება;
** შესრულებული სამუშაოების დასრულების შესახებ, მომხმარებლის ინფორმირება;
** სათადარიგო ნაწილების მოძიება ელექტრონული კატალოგის მეშვეობით (საჭიროების შემთხვევაში);
** შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება (სერვისის განაცხადი, მიღება-ჩაბარება და ა.შ.);
** დამატებითი სამუშაოების კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** საავტომობილო ან მოტო სფეროში მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ნაწილების ელექტრონულ კატალოგებში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების რუსული, ინგლისური ცოდნა;
** ძირითადი საოფისე პროგრამების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@transporter.com.ge 2022 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სერვისის მრჩეველი.

"ტრანპორტერ ჯგუფი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |