www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 38 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** 5 ან 6 დღიანი სამუშაო კვირა
** სამუშაო ცვლები 6 ან 9 საათიანი გრაფიკები ურთიერთშეთანხმებით
** დასვენების 1 ან 2 დღე ურთიერთშეთანხმებით
** საწყისი ანაზღაურება 650-850 ₾, დამოკიდებულია სამუშაო ცვლასა და ადგილზე
** საბონუსე დანამატები ყოველთვიურად

შესასრულებელი სამუშაო:

** სალარო ოპერაციების განხორციელება (პროგრამა აპექსში).
** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
** მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი-18 წლიდან
** გამოცდილება - არ მოეთხოვება (სწავლება მოხდება ადგილზე)
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/

ან გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრამდე. (არ დაგავიწყდეთ!!! სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა).

ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სამუშაო საათებში, ნომერზე: 577 11 33 28.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |