www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბექ-ოფისის ოპერატორი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული დავალებების ანალიზი და ანალიზის საფუძველზე შეკვეთის/ჩართვის დასაგეგმი რაოდენობის განსაზღვრა;
** დაგეგმილი სამუშაოების გადანაწილება, გადაგზავნა და გაცნობა ინსტალაციის სამსახურის წარმომადგენლებისთვის;
** დღის განმავლობაში ინსტალატორების მუშაობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ასახვა მათ დღის წესრიგში;
** საჭიროების შემთხვევაში აბონენტთან კომუნიკაცია ინფორმაციის დელატურად მიწოდება და ვიზიტის დროის ჩანიშვნა;
** მუშაობა სხვადასხვა ბაზებთან და მონაცემების შეტანა შესაბამის პროგრამაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |